The first 200 lines.
დეტექტივი ცხვრები
ძვირფასო რებეკა:
ვიცი, ბევრი კითხვა გაქვს.
მეც.
ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება გამოცანაა.
მაგრამ თუ არსებობს პასუხი სამყაროს უდიდეს გამოცანაზე,
ბედნიერების ერთი საიდუმლო,
ვფიქრობ, ეს უბრალოდ იქნებოდა:
ცხვრები.
არა, სერიოზულად.
ეს მართლა ცხვრებია.
კარგი, მოვდივარ.
ბოლო წერილში მკითხე, რომელიმე გამორჩეული თუ იყო.
დიახ, ყველა გამორეულია. ამიტომაც დავარქვი თითოეულს სახელი.
მაგალითად:
აი, ცელქი ტყუპი ვერძები, მათ რონი და რეჯი დავარქვი.
და ძალიან ამაყი და ღირსეული სერ რიჩფილდი.
ღრუბელი უფუმფულესი.
მაგრამ ცოტა ჭირვეულია.
ზორა, ყველაზე ცნობისმოყვარე.
მოპლი, ყველაზე მომთმენი.
და მატყლისთვალა…
რადგან უკეთესი სახელი ვერ მოვიფიქრე.
მართალია, ვთქვი ისინი ყველა გამორჩეულია-თქო,
მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ორი ცხვარი ყველაზე გამორჩეულია.
ესაა სებასტიანი.
ჩემი ყველაზე დიდი ვერძი,
და ჩემსავით, ცოტა მარტოსული.
ხანდახან სადღაც დაიკარგება.
და მერე ისევ ბრუნდება.
და ბოლოს, ლილი.
ჩემი უჭკვიანესი ცხვარი.
ის, ვინც ყოველთვის ხვდება, რას ვფიქრობ
და რას ვგრძნობ.
მანიჭებს ისეთ სიმშვიდეს, რომელიც მხოლოდ მწყემსებმა იციან.
სიმშვიდე, რომელიც მოდის
დედამიწაზე ყველაზე კეთილ არსებებზე ზრუნვით.
დღე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.
ცხვრის საჭმელი
კარგად ვკვებავ…
კარგად ვუვლი.
ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ მოიწყინონ.
და ვზრუნავ, რომ წამლები მიიღონ, რაც მგონი, თავადაც სიამოვნებთ…
ნეტა ლაპარაკი შეეძლოთ.
წამლის მიღების დროა, მეგობარო. აი, ასე.
და როცა საქმეებს დავასრულებ და მზე ჩასვლას დაიწყებს,
წიგნს ვარჩევ ხმამაღლა რომ წავუკითხო.
დეტექტიური რომანები, მისტიკა, მკვლელობები. ყველა ჩემი საყვარელი ჟანრი.
"ვიცი, როდნი ჰოლინგსჰედი როდის მოკლეს,
და ვიცი ნამდვილი მკვლელის ვინაობა."
მიყვარს თავის მოკატუნება, რომ ამბავს უსმენენ.
მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ რაც უნდა გამორჩეულები იყვნენ, ისინი მაინც…
ცხვრები არიან.
არა, მეტი არა.
მიდით, თქვენს საქმეს მიხედეთ, ყველამ.
დასასრულს ხვალ წაგიკითხავთ.
რატომ გაჩერდა?
მკვლელის ვინაობა ახლა უნდა გაგვეგო.
გვაწამებს! მოახლემ ჩაიდინა, არა?
რა თქმა უნდა, მოახლემ.
არა, არა, არა, ეს მებაღე იყო.
რად უნდა ბალახს გათიბვა თუ არ უნდა ჭამოს?
ხო. საეჭვოა.
გაგიჟდით? ექიმი იყო.
შანსი არაა. საშინელი დეიდა იქნებოდა.
საშინელი დეიდა სამი მოთხრობის წინ იყო, გენიოსო.
ჩემი ტყუპისცალი როგორ ხარ?
ოჰ, დაიწყო.
კარგი.
ოჰ, ისევ დაიწყეს.
თქვენ ყველა ცდებით.
ამას ორი თავის წინ მივხვდი.
მოახლე, ხომ?
არა, მოახლე არა.
ბერტი ჰოლინგსჰედი, დისშვილი.
ლილი, დეტექტივმა ხომ დაამტკიცა, რომ ბერტის წინააღმდეგ ყველა სამხილი
ნამდვილმა მკვლელმა გააყალბა?
სწორედაც.
ვერ ხვდები?
ბრალდების თავიდან ასაცილებლად, თვითონ გააყალბა სამხილები.
ნამდვილი მკვლელი ბერტი ჰოლინგსჰედი იყო.
ეს რისთვის გააკეთე?
ჯორჯი მოთხრობას ხვალ დაამთავრებს. და ნახავთ.
მაინც ვფიქრობ, რომ ეს მოახლეა.
"ბერტიმ ყველაფერი იცოდა კანონის შესახებ
რომ ერთი და იგივე დანაშაულისთვის პირის ორჯერ დასჯა არ შეიძლება.
და ამგვარად, ბრალდების თავიდან ასაცილებლად,
თვითონ გააყალბა მტკიცებულებები.
ნამდვილი მკვლელი ბერტი ჰოლინგსჰედი იყო."
ჩემი ცხვრების უმეტესობა დღეს ან ჭამაში ატარებს,
ან ჭამაზე ფიქრში.
მაგრამ მე სამი ხმაურიანი ბატკანი მყავს, უსაზღვრო ენერგიის მქონე.
ბედნიერი, უდარდელი პატარა არსებები, რომლებიც გაზაფხულზე დაიბადნენ.
სინამდვილეში, თითქმის ყველა ბატკანი გაზაფხულზე იბადება.
ჩემი ერთი ბატკანი კი, ზამთარში დაიბადა.
ოჰ, სალამი.
-მე დეიზი ვარ. -მე ოლივერი ვარ.
-მე კი ფიქლზი. -შენ რა გქვია?
მე სახელი არ მაქვს.
გინდა ჩვენთან თამაში?
არა! მოშორდი!
იმ ზამთრის ბატკანთან არ უნდა ითამაშოთ.
ის ჩვენს ფარას არ ეკუთვნის.
მხოლოდ ცხვრებისთვის გასაგები მიზეზების გამო,
ფარა ხშირად უარყოფს ზამთარში დაბადებულ ბატკანს.
არაუშავს.
მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთრის ბატკანი განსხვავებულია.
აი, ასე. ყოჩაღ.
კითხვა მაქვს.
ასე კარგად რატომ ექცევა ჯორჯი იმ ბატკანს?
ჯორჯი ცხვარი არაა.
მისთვის არავის უსწავლებია ზამთრის ბატკანის შესახებ.
ოჰ, და ბოლოს, თუ ჩემს მოწვევას მიიღებ,
იცოდე, რომ ქალაქ დენბრუკის მახლობლად ვცხოვრობ.
მას თავისი განუმეორებელი სტილი აქვს.
მაგალითად…
დილა მშვიდობისა, კეილებ.
კეილებიც მწყემსია.
დილა მშვიდობისა, ქალბატონებო.
ის არ მომწონს.
ჰემი ყასაბია.
ის ძალიან არ მომწონს.
ეს ბეტია, სასტუმროს მფლობელი.
მას მე არ მოვწონვარ.
მაგ კაცს მოვკლავდი.
ტიმი, პოლიციელი.
ელექტროშოკი
იდიოტი.
და მამა ჰილკოუტი, რომელსაც თავი ადამიანთა მწყემსი ჰგონია.
ჩვენ დაძაბული ურიერთობა გვაქვს.
და დღეს წავიკითხავთ დაკარგული ცხვრის იგავს.
ჯორჯ, შემოგვიერთდები?
უფლის სახლის კარი ყველასთვის ღიაა.
ყასბებისთვისაც, ჰმ?
წირვაზე დასასწრებად არ მოვსულვარ.
ვალის გასასტუმრებლად მოვედი.
ჩვენი ძველი მეგობარი, ჯორჯი.
ჩვენი ძველი მეგობარი, ჯორჯი.
მაგრამ გვეყოფა ხალხზე საუბარი.
მინდა, რომ ჩემი ფარა გაგაცნო.
ერთი სული აქვთ, როდის გნახავენ.
მეც.
გთხოვ, მალე ჩამოდი.
სიყვარულით, ჯორჯი.
ღრუბელო?
კითხვა მაქვს.
ბაბუაწვერები ჩემს წამწამებსაც შენივით გაალამაზებს?
არა, წამწამებს ვერ გაალამაზებს.
მაგრამ მატყლს საოცრად უხდება.
შეხედე მატყლისთვალას.
ის მხოლოდ ბაბუაწვერებს ჭამს.
აი, თურმე რა ყოფილა?! გასაგებია.
სებასტიანსაც შევუნახოთ ცოტა ბაბუაწვერა. რამდენიმე დღეა წასულია.
ვის აინტერესებს? რაც ჯორჯმა აქ მოიყვანა, ღმერთმა იცის საიდან,
გამუდმებით იმ ქალაქში დახეტიალობს.
იყოს მშიერი.
ჩვენზე რომ არ ზრუნავს, იმას არ ნიშნავს, რომ არც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე.
სებასტიანი ჩვენი ფარის ნაწილია.
ოჰ, შეხედეთ! ეს ხომ კეილებია!
ძაღლუკები!
ძაღლუკები, ძაღლუკები, ძაღლუკები, ძაღლუკები, ძაღლუკები.
კეილებ! აქეთ!
ოჰ, ყოველთვის მომწონს მისი სურნელი.
ეს მისი მატყლის სვიტერია.
რა ლამაზადაა შეღებილი.
-შეიძლება შემოვიდე? -წადი!
შემოვდივარ.
როგორი ახალი და ლამაზი და მბზინავია.
შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე?
-მინდა დავეჯახო! -ერთი მაგრად დავეჯახო!
რეჯი! რონი!
ეს ხომ განვიხილეთ. არავის ვერჩით სანამ…?
სანამ ამისათვის საფუძვლიანი მიზეზი არ გვექნება.
ყოჩაღ.
ეს კეილების მესამე ვიზიტია ამ თვეში.
მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება საუბრობდნენ.
ფარების შეერთება.
-ფარების შეერთება! -ახალი ცხვრები.
-ახალი მინდვრები! -ძაღლუკები?
ამაზე ვფიქრობ!
კეილებ, მე შანსი მოგეცი, შენ კი მომატყუე!
და აღარ დაბრუნდე.
უი, როგორც ჩანს, ფარებს არ გავაერთიანებთ.
რა ბედნიერი ვიყავი.
ახლა კი, მოწყენილი და ნაღვლიანი ვარ.
მინდა, დავივიწყო რაც მოხდა!
მართალი ხარ. ეს ძალიან დასანანია.
კარგი, ყველამ მომისმინეთ!
აჯობებს, სამ თვლაზე კეილების ვიზიტის შესახებ დავივიწყოთ.
ერთი. ორი--
მაგრამ მოპლის რა ვუყოთ? ის ვერაფერს ივიწყებს.
რატომ?
საბრალო მოპლი.
საშინელი ნაკლით დაიბადა.
ჩვენგან განსხვავებით, არ შეუძლია აირჩიოს დაივიწყოს თუ არა.
ოჰ, დიახ.
მოპლი, როგორც კი დავივიწყებთ, გეთაყვა, აღარ გაგვახსენო რაც მოხდა.
დარწნუმებული ხარ? არც ისე ცუდი იყო.
დიახ. მაგრამ არც ისე კარგი იყო. და რაში გვჭირდება?
მზად ხართ?
No comments yet. Be the first to leave one.