The first 200 lines.
საიდან დავიწყო?
მგონი, სინამდვილეში იმის თქმა მინდა, რომ…
ყველაფერი, რასაც წარმოვადგენ, იმის დამსახურებაა, სადაურიც ვარ.
ეთერნია, უსასრულო სილამაზის სამყარო.
ის ამბები, რაც მხოლოდ ლეგენდებში არსებობს,
ეთერნიაზე, ყველაფერი ნამდვილია.
გრიფონები, დრაკონები, მოლაპარაკე ვეფხვები…
მოჯადოებული ტყეები, მცხუნვარე უდაბნოები, ზეციური კუნძულები. რაც გაგიხარდეთ.
გეფიცებით, დაბოლილი არ ვარ.
და კიდევ, გვაქვს გრეისქალის სასახლე.
მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ეთერნია კოსმოსის გულიაო.
გრეისქალი კი, იმ გულის გულია.
გამოდის, რომ გულის გულის…
მთავარი გული, გრეისქალის ძალაა.
ამბობენ, რომ ამ ძალას შეუძლია კაცი ღმერთივით უძლეველად აქციოს.
უსაფრთხოების მიზნით, ძალა ჭურჭელში მოაქციეს.
უძველეს ხმალში, რომელსაც ძალაუფლების ხმალი ეწოდებოდა.
ჰო, ვიცი, მაგრამ, ასე გადაწყვიტეს.
ლეგენდის თანახმად, როცა ეთერნიას გაუჭირდებოდა…
გამოჩნდებოდა გმირი, ხელში აიღებდა ხმალს…
და, ხომ გესმით, მოიქნევდა…
უმაგრესად.
მაგრამ, იქამდე, ხმალს სასახლეში ინახავდნენ…
და ჯადოქარი მეთვალყურეობდა…
რომელიც იყო ბრძენი, ძალიან ხნიერი…
და ცოტა საშიში, სიმართლე რომ ითქვას. მაგრამ, მაგარი ვინმე იყო. მართლა.
ასობით წელი, გრეისქალს
ჩემი წინაპრები იცავდნენ.
საქმე იმაშია, რომ საკმაოდ ძლევამოსილი გმირების შთამომავალი ვარ.
დიდებულები, ძლიერები, უშიშრები.
მაგრამ, დე, ბრძოლა არ მინდა.
ყველა ჩემზე დიდი და ძლიერია.
თან, კოორდინაციაში მიჭირს.
-რა სისულელეა! ეგ ვინ გითხრა? -ქრინჯერმა.
სიმართლეა. ყველაზე პატარაა და ყველაზე სუსტი.
სასწაულია, რომ რამე არ მოიტეხა, ან არ მოკვდა.
თუ იარაღებით არ ივარჯიშა, მაშინ პრინცმა რა უნდა აკეთოს?
არ ვიცი, შეიძლება, ქრინჯერს ვეთამაშო.
შენ წადი. მე რამე ძაფის გორგალს ვიპოვი და ეგაა.
სულ არ მეხმარები, რა.
აუცილებელია, რომ წავიდე?
იარაღით ვარჯიში. ახლავე.
ყურადღებით, ეთერნოსის მომავალო საუკეთესო შვილებო.
წაგებულებს ქანდაკებებს არ უდგამენ…
ქუჩებს მშიშრების სახელებს არ არქმევენ…
და არავინ მართავს აღლუმს იმისთვის, რომ ვიღაცამ მაქსიმუმი გააკეთა.
ეს მიწა, ეს სასახლე, თქვენი სიცოცხლე…
იმ ქალების და კაცების მხრებზე დგას, რომლებმაც ბრძოლა მოიგეს.
და როგორც მეფის მთავარსარდალს, საკმაოდ ბევრი ბრძოლა მინახავს.
აქ ყველა ამიტომ ვართ.
თქვენი დედები და მამები მე გადავარჩინე.
თქვენი მეზობლებიც მე გადავარჩინე.
მეზობლების დედები და მამებიც მე გადავარჩინე.
საკმაოდ ბევრი გამოვიდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენთვის ვიბრძოდი…
და ახლა, თქვენ იბრძოლებთ ჩემთვის სხარტი რეფლექსებით…
ზუსტი მიზნით და უმშვენიერესი კუნთებით.
და ამით.
ვინმემ იცის, ეს რა არის?
ჯოხია.
მადლობა, რომ ის თქვი, რაც ისედაც ცხადი იყო.
არის მსურველი?
ტილა?
თქვენი მკლავებით.
ჩემი გოგო!
ეს თქვენი მკლავებია. თქვენი სხეულის გაგრძელება.
კარგი, დაწყვილდით. იარაღი აიღეთ.
დიდი, მბზინავი ჩალურჯებების ნახვა მინდა.
მინდა ვნახო დასისხლიანებული ცხვირები. მინდა ვნახო ჩალეწილი კბილები.
დავიწყეთ. წონა ფეხებში გადაიტანეთ.
-ეი, დიან. გინდა.. -ნამდვილი რომ იყოს, ორჯერ მოკვდებოდი.
-ადამ. -თვალები მაღლა!
თვალებში უნდა უყურო, როცა სახეში ჩაარტყამ.
მოიქნიე, თორემ შემდეგზე უფრო გეტკინება.
იქნებ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ?
ეი, ადამ. ადამ. რაც შეგიძლია ის ქენი, კარგი?
ჰო. ტილა.
რანაირი მეგობარი ხარ?
ისეთი, რომელიც მოგიგებს.
დანკან.
ჩვენი ახალბედების საქმე როგორ მიდის?
ყოჩაღი და მონდომებული ბავშვები არიან, ბატონო.
ყველა?
ნუ ცეკვავ, ადამ.
-მიდი. -დამარტყი! დამარტყი!
თავს სასაცილოდ იგდებს.
დაგპირდით, რომ მისგან კაცს დავაყენებდი, და ასეც ვიზამ.
ჰო. მაგრამ, როგორ კაცს?
-ადამ! -მიდი, დამარტყი!
ბოლოს მაინც განაიარაღა.
ეს ასე არ მუშაობს, მეგობარო.
მოვიგე! მოვიგე! მოვიგე!
რა სულელი ხარ, ადამ.
ბიჭო.
შემეჯიბრე. ამით.
მიდი, აიღე.
ახლა…
თავი დაიცავი.
მამა.
მამა!
ამ სამყაროში სუსტების ადგილი არაა.
ჰო, მამა.
გაიმეორე.
ამ სამყაროში სუსტების ადგილი არაა.
ადამ. ადექი!
ადექი.
როცა ეცემი…
შანსი გაქვს, რომ მტკიცედ დადგე. გესმის?
თავი მაგრად გეჭიროს.
როცა მობრუნდება, დაგინახავს.
აჩვენებ, რომ დარტყმის ატანა შეგიძლია.
როცა შემობრუნდება, შეშინებულ პატარა ბიჭს არ დაინახავს.
კაცს დაინახავს.
რას დაინახავს?
-კაცს. -კარგია. შეხედე.
როგორც კი შემობრუნდება.
გაიარე, ჩემო ბიჭო.
შოუ დამთავრდა. საქმეს მიხედეთ. მიდით.
-ადამ. -აქ რას აკეთებ?
შენ გამოგყევი.
ჰო, მაგრამ აქ მარტო მოვედი, ასე რომ…
ნუ ხარ ასეთი სკვინკი.
ისე, არ მიფიქრია, რომ სუსტი ხარ.
დღეს, ვარჯიშზე.
მამაჩემმა იფიქრა.
ეს… ჯადოქარია?
რას უყურებს?
მეფე რანდორ, თავს დაგვესხნენ.
სიტუაციას ვაკონტროლებ, ბატონო.
სამეფო დაცვა ამისთვის მზადაა.
გპირდებით…
არც თქვენ და არც თქვენს ოჯახს არაფერი მოგივათ.
გრეისქალში დაიმალეთ. დაცვა!
ეი, ნუ გეშინია.
ახლოს იყავით.
ტილა! წამო.
მამა…
მეშინია.
ეგ სიტყვა ვინ გასწავლა? ჰა? მე არა.
ყველაფერი კარგად იქნება, ლეკვო.
რაც არ უნდა მოხდეს, სანამ აქ ვარ, არაფრის შეგეშინდეს. კარგი?
მიდი. მიდი.
წადით! მიდით, მიდით!
ბევრნი არიან.
დიდი არმია ერთს ნიშნავს.
უფრო მეტ სამიზნეს.
მოდით, მოდით!
გამომყევით.
აქეთ წავიდეთ.
კარგი, აქ დარჩით.
სასახლის პატარა, სუსტი ბიჭები.
ბატონო, წადით და არ გაჩერდეთ.
წადით. მე მივხედავ.
ვიღაცას ჩხუბი უნდა.
საკმარისად შორს ხარ.
ჩემს ქალაქში მოსვლა როგორ გაბედეთ! იცით საქმე ვისთან დაიჭირეთ?
შენ მითხარი.
დანკანი ვარ, სამეფო დაცვის მეთაური.
მეფის მთავარსარდალი.
და დღეს…
და დღეს…
დამარცხდი.
მამა. მამა.
კარგი, მოდი. ადექი. მოდი. მოდი. გთხოვ.
ტილა.
დავმარცხდი.
მოდი.
მომეჭიდე.
ამაღამ რანდორის მეფობის ხანა დასრულდება.
თავი ისეთი ძლიერი გეგონა,
რომ აღარ გეშინოდა იმის, რაც სიბნელეში იმალება.
მე ვიყავი.
მე ვიმალებოდი.
სამყაროს ყველაზე ღრმა და ბნელ კუნჭულში…
ვიმალებოდი.
მაგრამ ახლა, სინათლეზე გამოვედი…
რადგან შენი დაცემა თავად იხილო.
წადი. უკან არ მოიხედო.
ადამ, არ შეგეშინდეს, ჩემო ბიჭო. მე დაგიცავ.
ძლიერი იყავი, შვილო. მე შევაკავებ.
-მამა? -წადით!
მამა!
რა უნდა მიქნა, შე ავსულო?
რა და თავს მოგაჭრი.
რაც არ უნდა მომივიდეს, ეთერნოსი შენი არასდროს გახდება.
შენი სასახლე მხოლოდ აგურები და შუშაა.
შენი გვირგვინი კოსტიუმია.
არა, ის ძალა მინდა, რაც ამის უკანაა.
ივილ-ლინ?
ივილ-ლინ.
კარგი ნათქვამი იყო, ლორდ სკელეტორ. პოეტური.
წაიყვანეთ. მისი დრო დამთავრდა.
ახალ განთიადთან ერთად…
ეთერნია ჩემს აღზევებას ნახავს.
-მორჩა. დავამთავრე. -რა თქმა უნდა, ბატონო.
-როცა მუშტს ასე ვწევ, მოვრჩი. -დიახ.
ეს არის კრეშენდო!
შემდეგზე გვეცოდინება, ჩემო ბატონო.
მოდიან.
გრეისქალი დაეცემა.
არა, გაუძლებს.
No comments yet. Be the first to leave one.